თავში

ოპეკი ამერიკელ მარეგულირებელთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

ოპეკი ამერიკელ მარეგულირებელთან მოლაპარაკებებს აგრძელებს
ოპეკი ამერიკელ მარეგულირებელთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

ოპეკის გენერალურმა მდივანმა მუჰამმედ ბარკინდომ სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა ტეხასის შტატის სარკინიგზო-სამგზავრო კომისიასთან, რომელიც არეგულირებს შტატის სანავთობო სექტორს, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ კონსულტაციის გაგრძელებაზე. ამის შესახებ განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა რაიან სიტტონმა.

სიტტონის თქმით, მხარეებმა განიხილეს სანავთობო ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნილებასთან დაკავშირებული სიტუაცია.

"ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტაბილურობის მიღწევაში და კორონავირუსის გავლენისგან აღდგენაში", - აღნიშნა მან.

სიტტონის თქმით, მუჰამმედ ბარკინდომ მიიწვია ის ოპეკის ივნისის თვის სხდომაზე, რომელიც გაიმართება ვენაში.

შეგახსენებთ, Bloomberg-ის მიერ მსოფლიოს რამდენიმე უდიდესი ტრეიდერის გამოკითხვის თანახმად ბარელი ნავთობის ფასი 20 $-მდე დავარდება.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს ავტომატურად გამოიწვევს რეცესიას ეკონომიკაში.

ცნობისთვის, სპეციალისტები სანავთობო ომის პირობებში ნავთობის ფასის კლებას უკავშირებენ რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის შეუთანხმებლობას ნავთობის წარმოების მოცულობაზე. ორი ქვეყანა ზრდის ნავთობის წარმოებას, მოხმარება და მოთხოვნა კი "შავ ოქროზე", კორონავირუსის გამო შენელებული ეკონომიკის პირობებში, დაბალია. დაბალი მოთხოვნის და ჭარბი მიწოდების გამო "შავი ოქრო" უფასურდება.

ცნობისთვის, აქტივების მიხედვით, იაპონიის მესამე ბანკის Mizuho აზრით, ნავთობის მიწოდებამ მსოფლიოში შეიძლება გადაამეტოს მოთხოვნილებას 15 მილიონი ბარელით დღეში. ეს არის 7 სუპერტანკერი დღეში და წიაღიდან ამოღებული ყოველი მეშვიდე ბარელი.

ბანკის ანალიტიკოსების განმარტებით, მსოფლიო საცავების ჯამური ტევადობა, IHS Markit-ის შეფასებით, დაახლოებით 1 მილიარდ ბარელს შეადგენს. ისინი პირამდე შეიძლება გაივსოს 2-3 თვეში.

Goldman Sachs ჭარბ ნავთობს უფრო მოკრძალებით აფასებს - 6-8 მილიონი ბარელი დღეში. ასეთ შემთხვევაში რეზერვუარები 6 თვეში შეივსება. ამერიკის საცავები - როგორც კომერციული, ისე სახელმწიფო - ნახევრად არის გავსებული და, Mizuho-ს შეფასებით, მათი ტევადობა ათვისებული იქნება 10 კვირაში. ამ შემთხვევაში ნავთობმომპოვებელი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ ვითარებაში, როცა მას მოუწევს იმისთვის გადახდა, რომ ნავთობი მათი ჭაბურღილებიდან წაიღონ.

მსგავსი სიტუაცია უკვე იყო Техасе-ის ბუნებრივი აირის ბაზარზე, სადაც ფიქლის ნავთობის წარმოებას თან ახლდა გიგანტური მოცულობის ბუნებრივი აირის მოპოვება, რომლის გადასატუმბი მილსადენები და სხვა ინფრასტრუქტურა საკმარისი არ იყო. შედეგად, 2018 წელს ბუნებრივი აირის ფასი რეგიონში დაეცა მინუს 25 ცენტამდე 1 მილიონი BTU-სთვის (British thermal unit). ფიქლის ნავთობის მწარმოებლები მზად იყვნენ გადაეხადათ იმისთვის, რომ მათთან ეყიდათ ბუნებრივი აირი, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში უქმად უნდა დამწვარიყო.

ბავთობის ბაზარი - ეს არის ორი პროცესის „რბოლა“ - საცავების შევსება და ფასების სვლა უარყოფითი ნიშნულისაკენ, - ამბობს Mizuho-ს ანალიტიკოსი პოლ სანქეი.

სვლა შეიძლება იყოს სწრაფი - უკვე აპრილში ბაზარს გადაავსებს არაბების ნავთობი. საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიას Saudi Aramcо განზრახული აქვს ბაზარზე დღეში დამატებით გამოიტანოს, 20 დოლარზე უფრო იაფად, 300000 ბარელი ნავთობი რეზერვებიდან და 250000 ბარელი - შიდა ბაზრიდან. აღნიშნულ მოცულობებს ჩაანაცვლებს ბუნერივი აირი, განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ.

ჩინური ფონდის Shanghai Youlin Investment Management ანალიტიკოსის აზრით, ნავთობის ფასი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ფიქლის ნავთობის მოპოვების თვითღირებულება აშშ-ში. ბანკების ანალიტიკოსებიც თვლიან, რომ ფასები კლებას გააგრძელებენ. Goldman Sachs-ის პროგნოზში Brent -ის ფასი 20 $-მდეა შემცირებული ბარელისათვის. Citigroup კი ვარაუდობს სცენარს, როცა ბარელი 17 $ ეღირება, ხოლო მოვლენათა განვითარების ცუდი ვარიანტის შემთხვევაში - 5 $, საცავების უკმარისობის და ლოგისტიკური პრობლემებისა გამო...

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system