თავში

"ოპეკი + ის" მინისტრთა შეხვედრა 5-6 მარტს გაიმართება

"ოპეკი + ის" მინისტრთა შეხვედრა 5-6 მარტს გაიმართება
ოპეკი + ის მინისტრთა შეხვედრა 5-6 მარტს გაიმართება

ოპეკის სამდივნომ "ოპეკი +"-ის შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებს გაუგზავნა ოფიციალური მოსაწვავი მინისტრთა შეხვედრის 2020 წლის 5-6 მარტს გამართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება დელეგაციის წყაროზე დაყრდნობით.

"დიახ, ჩვენ დღეს მივიღეთ მოსაწვევი 5-6 მარტისთვის". - განაცხადა ორმა წყარომ. მესამემ კი აღნიშნა, რომ სამდივნოს ოფიციალურ გრაფიკში ეს რიცხვები არც კი შეცვლილა.

მინისტრთა რიგგარეშე სხდომა თავიდანაც ამ რიცხვებში იგეგმებოდა, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრის თვეში. გეგმაში გაურკვევლობა შეიტანა ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიამ, რომელმაც ნავთობზე მოთხოვნილების შესაძლო დაცემის საფრთხე შექმნა ტურისთა და ავიაგადაზიდვების შემცირების გამო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system