თავში

ოპოზიციის ბრალდებას "ფეიკბიუჯეტის“ შესახებ ფინანსთა მინისტრი პასუხობს

ოპოზიციის ბრალდებას "ფეიკბიუჯეტის“ შესახებ ფინანსთა მინისტრი პასუხობს
ოპოზიციის ბრალდებას ფეიკბიუჯეტის“ შესახებ ფინანსთა მინისტრი პასუხობს

"ბიუჯეტი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის მოწონებული და ის არის ოპტიმალური," - ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის ბრალდებას „ფეიკბიუჯეტის“ შესახებ. 

მინისტრის თქმით, 2020 წელს ტემპი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც შენელდება.

„ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ახლა რა პრობლემაც არის, მათ შორის სოციალური, მაქსიმალურად შევეხიდოთ ადამიანებს და კერძო სექტორს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა და დასძინა, რომ 2019 წლის ეკონომიკური პარამეტრები თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციამ გიორგი გახარია ბიუჯეტის არამიზნობრიობასა და მოუქნელობისთვის გააკრიტიკა. 2020 წლის ბიუჯეტს რომან გოცირიძემ "ფეიკბიუჯეტი" უწოდა.

"ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე, ფაქტობრივად, მკვდარია,"-უთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრემირ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system