თავში

ოპოზიციის კრიტიკის უსაფუძვლობა ეკონომიკის დაწინაურებით ბათილდება

ოპოზიციის კრიტიკის უსაფუძვლობა ეკონომიკის დაწინაურებით ბათილდება
ოპოზიციის კრიტიკის უსაფუძვლობა ეკონომიკის დაწინაურებით ბათილდება

"2021 წლის „ჰერითიჯის“ ფონდის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, წინა წლებისაგან განსხვავებით იმ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ იგი გარკვეულწილად ასახავს გლობალური პანდემიის ზეგავლენის ეფექტსაც ეკონომიკაზე, როგორც ეკონომიკის შემცირების, ისე ფისკალური დეფიციტის ზრდის ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე," - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში. 

ექსპერტისთვის, ნიშანდობლივია, რომ 2020 წლის ინდექსთან, ანუ პრეკრიზისულ პერიოდთან შედარებით, ქვეყანამ 0.1 ქულით გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად, როგორიცაა: სასამართლოს ეფექტიანობა, საგადასახადო ტვირთი, სამთავრობო ხარჯები, ფისკალური თავისუფლება და შრომის თავისუფლება.

"ყველა ეს გაუმჯობესებული მნიშვნელოვანი კომპონენტი აჩვენებს, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას, ასევე იმ პროგრეს რაც ბოლო წლებში შესაძლებელი გახდა კორუფციის დონის შემცირების, რეგულაციების შესუსტების და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების შედეგად. ეს კვლევაც სრულ თანხვედრაშია როგორც საერთაშორისო სავალუტოი ფონდის, ისე სხვა წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების თუ სარეიტინგო სააგენტოების ბოლოდროინდელ შეფასებებთან და ადასტურებს ყველა იმ პროგნოზს, რომ ჩვენი ეკონომიკის აღდგენა შედარებით სწრაფი ტემპით მოხდება, ვიდრე ეს მედიანური გლობალური ეკონომიკის შემთხვევაშია ნავარაუდები. სამთავრობო ხარჯების გაუმჯობესებული კომპონენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, ისევე როგორც ფისკალური თავისუფლების ინდიკატორში შემცირებულია ქვეყნის ვალის და დეფიციტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც აბათილებს ცალკეული ექსპერტების თუ ოპოზიციის სუბიექტურ კრიტიკას ზომაზე მაღალ და არაეფექტურ სამთავრობო ხარჯებზე და გაზრდილ საგარეო ვალზე. ოპოზიციის კრიტიკის უსაფუძვლობა ასევე აისახა, სასამართლოს ეფექტიანობის შეფასებაში, რაც ეფუძნება სასამართლოს მიუკერძოებლობას, სასამართლოს პროცესის ხარისხს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას," - განმარტავს ცუცქირიძე.

საქართველო, 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, მსოფლიოში ერთერთ თავისუფალ ეკონომიკადაა მიჩნეული. მსოფლიოს 184 ქვეყნიდან საქართველომ 77.2 ქულით 12-ე ადგილი დაიკავა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის იგი 2-ე ადგილზეა (ესტონეთი - 10-ე ადგილზე), ევროპის რეგიონში - 7-ე, ხოლო მსოფლიოს უმეტესად თავისუფალი ეკონომიკის მქონე 32-სახელმწიფოთა შორის - 6-ე ადგილზე. ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 24-ს უსწრებს (ირლანდიის, დანიისა და ესტონეთის გარდა). საქართველომ მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა თავისი ყველა სახმელეთო მეზობელი (სომხეთი 34-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 44-ე, თურქეთი - 71-ე, ხოლო რუსეთი - 94 ადგილზე).

2021 წლის Heritage Foundation-„ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში გაიუმჯობესა: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა). საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ფინეთი, ლუქსემბურგი, შვედეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ნორვეგია, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ბელგია, ესპანეთი, უნგრეთი, პორტუგალია, სლოვენია, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ა.შ., ხოლო მსოფლიო მასშტაბით საქართველომ შეძლო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით უკან ჩამოეტოვებინა აშშ-იც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა.

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ქვეყანამ შარშანაც გაიუმჯობესა. 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system