თავში

ორ თვეში საქართველოდან $16.9 მილიონის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

ორ თვეში საქართველოდან $16.9 მილიონის ატამი და ვაშლატამაა ექსპორ
ორ თვეში საქართველოდან $16.9 მილიონის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935) და სომხეთში (5,872 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system