თავში

ორბელიანის ქუჩის ორი სახლისთვის 1,865,000 ლარია გამოყოფილი

ორბელიანის ქუჩის ორი სახლისთვის 1,865,000 ლარია გამოყოფილი
ორბელიანის ქუჩის ორი სახლისთვის 1,865,000 ლარია გამოყოფილი

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის ქუჩა N31 და N33-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1,865,000 ლარია გამოყოფილი.

ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდში აცხადებენ. 

მათი განმარტებით, თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ორბელიანის ქუჩის 31 და 33-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეებს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება, ხოლო თბილისს ტურისტულ მარშრუტზე კიდევ ორი აღდგენილი და განახლებული შენობა შეემატება.სამუშაოების ფარგლებში დასრულდა:

პარაპეტის ნაწილობრივი გადაწყობა და შეკვრა მონოლითური სარტყელით, დაზიანებული ღიობების მოჩარჩოება-გამაგრება, სხვენის მოწყობა, სახურავის თუნუქის საფარის შეცვლა, ორბელიანის ქუჩის მხრიდან თვითნებურად მოწყობილი მიშენებების მოხსნა, ფასადის დეკორატიული ელემენტების მოხსნა და აღდგენა ავთენტური სახით, ორბელიანის ქუჩის მხრიდან თვითნებურად მოწყობილ მიშენებებში არსებული სველი წერტილების შემოტანა ბინებში,ფასადზე არსებული კარ-ფანჯარის შეცვლა, ახალი ხის დარაბების მოწყობა, გარე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწესრიგება, მოეწყო გაზმომარაგების ახალი ქსელი, ფასადის დაზიანებული ნალესობის მოხსნა, ხელახლა შელესვა, ეზოში არსებული ავარიული გვერდითა ფლიგელის სრული დემონტაჟი და ახლის აშენება. სახურავის წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა, შენობის ფასადის (ფერის კვლევის შესაბამისად აღმოჩენილ ავთენტურ ფერად) შეღებვა, ეზოს მხრიდან არსებული ხის აივნების მოხსნა და აღდგენა ავთენტური სახით, ავთენტური ლითონის ჭედური აივნის აღდგენა, შიდა წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ელ.მომარაგების ქსელის მოწესრიგება, ათონელის 11-თან დამაკავშირებელი ხიდის ავთენტური სახით აღდგენა, შიდა ტიხრების მოწყობა, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ეზოს განათება და შენობის მხატვრული მინათება.

ხოლო ორბელიანის N33-ში დასრულდა:ფასადის დაზიანებული ნალესობის მოხსნა, ხელახლა შელესვა, აივნების რესტავრაცია და ნახევარ სარდაფის დონეზე ფასადის მოპირკეთება ბაზალტის ქვით, ფასადის სამღებრო სამუშაოები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system