თავში

ორბელიანის მოედანზე "ბაზარი ორბელიანზე“ გაიხსნა - PHOTO

ორბელიანის მოედანზე "ბაზარი ორბელიანზე“ გაიხსნა - PHOTO
ორბელიანის მოედანზე ბაზარი ორბელიანზე“ გაიხსნა - PHOTO

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის – „ბაზარი ორბელიანზე“ გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კოლმეურნეობის ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. „ბაზარი ორბელიანზე“ სამ სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედროვე ტიპის აგრარულ ბაზარსა და კვების სივრცეს აერთიანებს.

პირველი სართული ბაზარს დაეთმობა, სადაც 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ამ ეტაპზე, ბაზარში 100-ზე მეტი მეწარმე და საცალო მოვაჭრეა წარმოდგენილი, წლის ბოლომდე კი კიდევ 60-მდე დაემატება.

მეორე სართული როგორც ტრადიციული ქართული, ქართული კუთხური (იმერული, მეგრული, სვანური, რაჭული, კახური) ასევე იტალიური, ესპანური, ავსტრიული, ჩინური, იაპონური, ვიეტნამური, პან-აზიური სამზარეულოების კვების 35 ობიექტს გააერთიანებს. მესამე სართულზე კი, სტუმრებისთვის ტერასაა განლაგებული, სადაც მომახმარებლების გემრიელი კოქტეილების დაგემოვნება შეეძლებათ.

„ბაზარი ორბელიანზე“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლა – „ბაზარი გასტრო სკოლა“ ამოქმედდება, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მასტერკლასებზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. ასევე, ბაზარი ორბელიანის ტერიტორიაზე მომხმარებლებს დახვდებათ სხვადასხვა სივრცე, სადაც იქნება საჩვენებელი წარმოება (კერამიკა, მინანქარი, მინა, პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება და ყველის ამოყვანა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system