თავში

ორი სკვერის მოსაწყობად 3 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ორი სკვერის მოსაწყობად 3 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
ორი სკვერის მოსაწყობად 3 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,  წლის ბოლომდე იგეგმება ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა, მესტიაში ლაღამის უბნის, თელავის, ველისციხის, ბაკურიანის და აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის ტენდერების გამოცხადება.

უკვე გამოცხადებულია ტენდერი ბახმაროს პარკისა და ოზურგეთის სამკუთხა სკვერის მშენებლობაზე. მისი სავარაუდო ღირებულება 3.1 მლნ ლარს აჭარბებს. 

ბახმაროს პარკის პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 372 777 ლარია, ხოლო ოზურგეთის პარკის შესყიდვის ღირებუელბა 1 774 448 ლარია.

ორივე ლოკაციაზე ტენდერი 24 ივნისს გამოცხადდა. ბახმაროში ტენდერში წინადადებების მიღება 22 ივლისს დაიწყება და ვადა 27 ივლისამდე გასტანს, ხოლო ოზურგეთის პარკის რეაბილიტაციაზე განცხადების მირება 24 ივლისიდანაა შესაზლებელი და 5 დღე, 29 ივლისამდე გაგრძელდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, ბახმაროს პარკის სარეაბილტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 კალენდარულ თვეში უნდა დასრულდეს. ოზურგეთის სამკუთხოვანი სკვერი კი 12 კალენდარულ თვეში.

ცნობისთვის, დაგეგმილ ტენდერებზე ინფორმაცია სამშენებლო კომპანიებს გააცნეს.ღია კარის დღეები ბოლო ორი წლის განმავლობაში გარკვეული პერიოდულობით ტარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system