თავში

ორი სოფლის წყალმომარაგებაზე 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ორი სოფლის წყალმომარაგებაზე 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ყანდაურასა და ბადიაურის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. 

წყალმომარაგების კომპანიis ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად მსურველებს წინადადებების წარდგენა 9 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.

ორი სოფლის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მოეწყობა სატუმბო სადგური, რეზერვუარები, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი და გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

დღეის მდგომარეობით, სოფელ ყანდაურასა და ბადიაურში არ არსებობს ცენტრალიზებული წყალმომარაგებს სისტემა. სოფელ ყანდაურაში, მოსახლეობა წყალს წყაროებიდან და კერძო ჭაბურღილებიდან იღებს. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სამუშაოები 32 თვეში უნდა დაასრულოს, შედეგად, ორი სოფლის 2 600 მცხოვრებს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system