თავში

ორივე ვალუტის მიმართ ლარი მკვეთრად გაუფასურდა

ორივე ვალუტის მიმართ ლარი მკვეთრად გაუფასურდა
ორივე ვალუტის მიმართ ლარი მკვეთრად გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3265 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3198 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0067 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0680 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0355 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0325  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 25 თებერვალს, დაადგინა, ხვალიდან, 26 თებერვლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3265 ლარად ივაჭრება.         

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system