თავში

ოზურგეთის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება

ოზურგეთის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება
ოზურგეთის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოფლებში ინტერნეტის მიწოდება აუცილებელია.

მთავრობის მეთაურის ტქმით სოფლებს მაღალი ხარისხის ინტერნეტი მიეწოდებათ.

„ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში არის უაღესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება. იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშავონ, იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ ნორმალური განათლება და იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიწყო. ამისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა. 2020 წლის იანვარში კი ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დამტკიცდა, რომლის მიხედვით აც ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას მთავრობა დააფინანსებს იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.

მთავრობის სტრატეგიის თანახმად, პროგრამის განხორციელებისთვის თავდაპირველად ე.წ. “თეთრი ზონების” (დასახელებული ობიექტების, რომელთაც არ აქვთ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომა) დათვლა არის საჭირო. ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ამ დასახლებული პუნქტების რაოდენობა 1300-მდეა. სოფლების ზუსტი სიის მიღების შემდეგ, დაიწყება პროექტირების ეტაპი, რის შედეგადაც მისი ბიუჯეტი განისაზღვრება.

ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს კი, 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტის მიღების შესაზლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ დღეს მთავრობა მსოფლიო ბანკს განიხილავს, არადა, ბოლო 5 წლის განმავლობაში საუბრობდნენიმაზე, რომ საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაცია ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ “ქართუს" 100 მილიონი დოლარით უნდა დაეფინანსებინა. ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, "ოუფენ ნეტი" ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ია, რომელმაც ცოტა ხნის წინ 10 მილიონი ლარის საყოევლთაო ინტერნეტიზაციის პროექტის პირველი ნაწილის უტენდეროდ განხორციელებაზე, შესყიდვის პირდაპირი კონტრაქტის გზით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვა მოითხოვა. საპილოტე პროექტის ფარგლებში ფართოზოლოვანი ქსელი ოზურგეთის რაონში გავა და აქ ძირითადი ინფრასტრუქტურის გამართვა დეკემბრამდე უნდა მოესწროს. 

"ოუფენ ნეტს" დღეიდან მარიამ სულაბერიძე ხემძღვანელობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system