თავში

პაატა იმნაძეს ქართული პირბადის ხარისხიც და ვიზუალიც მოსწონს

პაატა იმნაძეს ქართული პირბადის ხარისხიც და ვიზუალიც მოსწონს
პაატა იმნაძეს ქართული პირბადის ხარისხიც და ვიზუალიც მოსწონს

"დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთი პირბადეები გამოუშვას, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები მოსწონს," - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქართული წარმოების პირბადის დემონსტრირებისას განაცხადა.

იმნაძის თქმით, დღევანდელი თაობა პირბადეების ნაირსახეობებით განებივრებულია, თუმცა ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველგან დეფიციტია.

„სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ, მათ შორის ჩემი სამსახური ამ პირბადეებს ვიყენებდით. ასევე ასეთი პირბადეებით მუშაობდნენ ყვავილის ვირუსზე. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყო მსჯელობა ქართული წარმოების პირბადეების ვიზუალურ მხარეზე, გამოითქვა უკმაყოფილება, რომ ის არ არის ხარისხიანი.

ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში 50 თეთრად გაყიდვა გუშინ დაიწყო.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ქართული წარმოების, 12-შრიანი დოლბანდისგან დამზადებული, მაღალი ხარისხის და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დროული მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. 

საქართველოში დამზადებული პირბადეების მაღალი ხარისხით თავს იწონებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მის მაღალსტანდარტულ პარამეტრებში დარწმუნებულია ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system