თავში

პაკისტანი საფონდო ბირჟის თავდასხმაში ინდოეთს ადანაშაულებს

​პაკისტანი საფონდო ბირჟის თავდასხმაში ინდოეთს ადანაშაულებს
პაკისტანი საფონდო ბირჟის თავდასხმაში ინდოეთს ადანაშაულებს

პაკისტანი საფონდო ბირჟაზე განხორციელებულ თავდასხმაში ინდოეთს ადანაშაულებს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება, ქალაქ კარაჩიში საფონდო ბირჟის შენობაზე თავდასხმის უკან ინდოეთი დგას.

პრემიერ-მინისტრს მტკიცებულებები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ პაკისტანში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ დაზვერვამ გააფრთხილა.

შეგახსენებთ, ოთხი შეიარაღებული თავდამსხმელი 29 ივნისს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში საფონდო ბირჟის შენობას დაესხა თავს, რა დროსაც პოლიციელი და დაცვის ორი თანამშრომელი მოკლეს. სპეცსამსახურებმა ოთხივე თავდამსხმელის ადგილზე ლიკვიდაცია განახორციელა. თავდასხმისას, თავდამსხმელების ჩათვლით, 7 ადამიანი დაიღუპა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ბელუჯისტანის პროვინციიდან სეპარატისტულმა დაჯგუფებამ “ბელუჯების გამათავისუფლებელი არმიამ”, რომელიც წლებია ამტკიცებს, რომ სასარგებლო წიაღისეულს უსამართლოდ ითვისებენ და ამ სამართლიანობის აღსადგენად წლებია სეპარატისტულად იბრძვიან. პაკისტანი კი ინდოეთს სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system