თავში

პანდემია გაუთვალისწინებელი ვალდებულებების წარმოქმნის რისკებს ზრდის

პანდემია გაუთვალისწინებელი ვალდებულებების წარმოქმნის რისკებს ზრდის
პანდემია გაუთვალისწინებელი ვალდებულებების წარმოქმნის რისკებს ზრდის

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც დღეს გასაჯარვდა, ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ბიუჯეტის პროექტს არ ახლავს ინფორმაცია პესიმისტური და ოპტიმისტური ეკონომიკური სცენარების რეალიზების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი პასუხების შესახებ. 

სახელმწიფო აუდიტორები განმარტავენ, რომ პანდემიისა და არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფისკალური პოლიტიკის მოქნილ და დროულ პასუხებს, რასაც სწორედ წინასწარ განსაზღვრული/დაგეგმილი ქმედებების არსებობა აადვილებს;

20201 წლიოს ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნის მიხედვით, კანონპროექტში წარმოდგენილია მსხვილი სახელმწიფო საწარმოების სენსიტიურობის ანალიზი. ანალიზის შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის პირობებში განსაკუთრებით იზრდება სახელმწიფო საწარმოების მხრიდან ვალდებულებების გადახდისუნარიანობისა და მათ საპასუხოდ, სახელმწიფოსთვის გაუთვალისწინებელი ვალდებულებების წარმოქმნის რისკები;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system