თავში

პანდემიამ დროებით უმუშევართა კონტინგენტი გაზარდა

პანდემიამ დროებით უმუშევართა კონტინგენტი გაზარდა
პანდემიამ დროებით უმუშევართა კონტინგენტი გაზარდა

2020 წელს დროებით უმუშევართა კონტინგენტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 235.9 ათასითაა გაზრდილი. მათი შეფასებით, 1.9 მილიონიდან უმუშევარი იყო 540.7 ათასი კაცი, ხოლო ხოლო უმუშევრობის დონემ 28.2 პროცენტი შეადგინა, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაბამის ოფიციალურ მონაცემს (18.3%) 9.9 პუნქტით აღემატება.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (რონდელის ფონდი) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში  „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ შინამეურნეობათა შემოსავლების დონე, რომელიც 2009-2019 წლებში განუხრელი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა (2019 წელს ერთი შინამეურნეობის საშუალო შემოსავალი 2009 წელთან შედარებით 2.0-ჯერ გაიზარდა), ამ ტენდენციას 2020 და 2021 წლებშიც შეინარჩუნებდა, რომ არა პანდემიით პროვოცირებული ეკონომიკური კრიზისი. 

კვლევაში ცალსახა დასკვნა, რომ მთავრობის გადაუდებელმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა შეასუსტეს პანდემიის უარყოფითი ეფექტები. განსაკუთრებით სიღარიბის ასპექტით, რაც ანტიკრიზისული პროგრამების დამიზნების მაღალ სიზუსტეზე მეტყველებს - წერტილოვანი დახმარება გაეწია იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ხოლო უფრო მასშტაბური შეღავათებიდან ის ფორმა იქნა შერჩეული, რაც მაქსიმალურად გამოადგებოდა მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებულ ნაწილს. 

კვლევის ავტორთა შეფასებით, რომ არა ასეთი წერტილოვანი ადრესული დახმარება, მიმართული მოსახლეობის ყველაზე უფრო მოწყვლადი ფენებისკენ, 2020 წლის ბოლოსათვის შინამეურნეობათა შემოსავლები მოსალოდნელთან შედარებით 2.0 პუქტით უფრო დაბალი, ხოლო სიღარიბის დონე - 4.4 პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა; მთლიანობაში, რომ არა საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული პროგრამით გატარებული ღონისძიებები, მოსახლეობის კეთილდღეობის ვარდნის მასშტაბები დაახლოებით 1.3-ჯერ უფრო მაღალი იქნებოდა. 

კვლევაში, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი მერაბ კაკულია, ხოლო წამყვანი მკვლევარი - ნოდარ კაპანაძე, საკმაოდ ვრცლადააა მიმოხილული როგორც პანდემიური ეკონომიკური კრიზისის თავისებურებანი, ისე ის ღონისძიებანი, რაც საქართველოს მთავრობამ გაატარა პანდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ და მისგან გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. კვლვის გამოყენებით ღირებულებას ზრდის ის შეფასებები და პროგნოზები 2021 წლისთვის, რომლებიც ეფუძნება მთავრობის ანტიკრიზუსლი ღონიძიებების რეალიზაციას.

შეფასებულია ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენის შეფასება ეროვნული მეურნეობის საქმიანობათა ძირითადი სახეების, აგრეთვე შინამეურნეობათა დასაქმებისა და შემოსავლების დონეზე.

კვლევას არ აქვს საქართველოში COVID-19 პანდემიით პროვოცირებული კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების ყოვლისმომცველი ანალიზის პრეტენზია, მით უმეტეს, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა. თანაც, ინფორმაციის დიდი ნაწილი შემოიფარგლება 2020 წლის მეორე და ნაწილობრივ - მესამე კვარტალით, მაშინ როდესაც პანდემიის მეორე ტალღა საქართველოში 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მხოლოდ ორმა თვემ - 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერმა პანდემიის მთელი თერთმეტთვიანი პერიოდის (2020 წლის მარტი - 2021 წლის იანვარი) ინფიცირებათა და ლეტალურ შემთხვევათა 70 პროცენტზე მეტი მოიცვა. თუმცა, დამოუკიდებელი და კომპეტენტური პირების მიერ გაკეთებული დასკვნა არა მარტო მაქსიმალურად რეალურ სურათს ქმნის საქართველოში პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ გარკვეულწილად ატარებს სარეკომენდაციო ხასიათსაც, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system