თავში

პანდემიამ მოსახლეობის ხარჯებს მიმართულებები შეუცვალა

პანდემიამ მოსახლეობის ხარჯებს მიმართულებები შეუცვალა
პანდემიამ მოსახლეობის ხარჯებს მიმართულებები შეუცვალა

მოსახლეობის ნახევარზე მეტი პირადი მოხმარების საქონლის გარდა, ვეღარაფერს ყიდულობს. დედაქალაქში 60%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ აღნიშნულია ,,ეისითი ჯგუფის“ კვლევაში, რომელიც კორონავირუსის გავლენის გამოსაკვლევად ჩატარდა თბილისელთა ფინანსურ მდგომარეობაზე. 

გამოკითხვა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვით 2020 წლის დეკემბერში შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2020 წლის 11-13 დეკემბერს მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს.

გამოკითხული რესპონდენტების 34% ფიქრობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა. 3%-სთვის კი მდგომარეობა გაუმჯობესდა. 44%-ს კი ფინანსური მდგომარეობა გაუუარესდა. 

მოსხლეობამ შეამცირა ყოველდღიური ხარჯებიც. კვლევა აჩვენებს, რომ პანდემიისას რესპონდენტების უმრავლესობა, 47%, ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე. 30%-ს პანდემიისას ხარჯი არ შეუმცირებია, ხოლო გამოკითხულთა 23%-მა ხარჯი გაზარდა.

რა ტიპის ხარჯი გაეზარდა მოსახლეობას: რესპონდენტების უმრავლესობას, 34%-ს, საკვებ-სასმელზე გაეზარდა ხარჯი. რესპონდენტების 27%-ს გაეზარდა  საოჯახო მოხმარების (ქიმია, ჰიგიენა, თავის მოვლის საშუალებები) საქონელზე ხარჯი. ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯი კი (ექიმი, ანალიზები, მედიკამენტები) გაეზარდა გამოკითხული რესპონდენტების 27%-ს.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტები (75%) ზრდის მიზეზად პროდუქტის გაძვირებას ასახელებს. რაც შეეხება, მსხვილ შენაძენებს, (ბინა, აგარაკი, ავეჯი, ავტომობილი, საოჯახო ტექნიკა), ათიდან ექვსი პოტენციური მყიდველი, თავს იკავებს მსხვილი შენაძენის გაკეთებისგან.

ყოველი მეორე თბილისელი პანდემიისას უფრო ნაკლებს ხარჯავს ტრანსპორტზე (მგზავრობა, საწვავი), ვიდრე მანამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system