თავში

პანდემიამ ნავთობდამოკიდებული ეკონომიკები 3.4 - 4.3% ფაგლებში შეამცირა

პანდემიამ ნავთობდამოკიდებული ეკონომიკები 3.4 - 4.3% ფაგლებში შეამცირა
პანდემიამ ნავთობდამოკიდებული ეკონომიკები 3.4 - 4.3% ფაგლებში შეამცირა

2020 წელს, ნავთობდამოკიდებული ეკონომიკები 3.4-4.3% ფაგლებში შემცირდა.

ამის შესახებ აღნიშნულია Galt and Taggart-ის რეგიონის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ფასის ვარდნამ დამატებითი დარტყმა იქონია რეგიონის ნავთობექსპორტიორ ქვეყნებზე - აზერბაიჯანი, ყაზახეთი და რუსეთი. მიუხედავად ამისა, მაღალი უცხოური რეზერვები, დაბალი ვალი და ფისკალური დახმარების პაკეტი საკმარისი აღმოჩნდა პანდემიის ეკონომიკურ შოკთან გასამკლავებლად. 

მათივე განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების შეფერხებამ ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო მერყეობა გამოიწვია.  IMF-ის შეფასებით,2020 წლის მარტ-აპრილში, ანუ პანდემიის დაწყების შემდეგ, კავკასიიდან და შუა აზიიდან კაპიტალის გადინებამ $500-600 მლნ შეადგინა, რამაც თავის მხრივ რეგიონის ადგილობრივი ვალუტების გაუფასურება გამოიწვია. 

"მოთხოვნის შოკის შედეგად მსოფლიოში ნავთობის ფასები 2020 წლის აპრილში რეკორდულ ნიშნულზე -$37-მდე დაეცა. თუმცა, ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების მიერ წარმოების შემცირებამ ნავთობის ფასები მალევე $30-40 ნიშნულზე დააბრუნა. 2020 წლის ბოლოსთვის გაუმჯებესებული მოლოდინების შედეგად ნავთობის ფასმა (WTI) $50-ს მიაღწია," - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system