თავში

პანდემიამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეამცირა

პანდემიამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეამცირა
პანდემიამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეამცირა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის პირველ 9 თვეში 24%-ით შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვაში.

საქმე ისაა, რომ COVID-19-ით პროვოცირებულმა კრიზისმა და მასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შეასუსტა უცხოელ ინვესტორთა რისკის აპეტიტი, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკმაოდ მკვეთრ კლებაში გამოვლინდა.

რისკის აპეტიტი არის ინვესტორის სტრატეგიის და ბიზნეს-გეგმის მისაღწევად საჭირო წინასწარ შემუშავებული და განსაზღვრული რისკების საერთო დონე რისკის სახეების მიხედვით.

გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში, 2019 წელთან შედარებით, ოთხჯერ შემცირდა და 46 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა 2020 წლის 9 თვის განმავლობაში. COVID-19 პანდემია ძირითად დაბრკოლებად მოიაზრება, თუმცა ლარის გაცლითი კურსის გაუფასურების ფონზე დღეისათვის ფაქტიურად არ არსებობს განახლებადი ენერგიის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და შეამცირებდა იმპორტზე დამოკიდებულებას.

არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკა, ვიწრო ინტერესები და ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტი, - სამი ძირითადი ფაქტორია, რაც, სპეციალისტების განმარტებით,  საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს აფერხებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system