თავში

პანდემიამ საქართველოს სახელმწიფო ევრობონდის შემოსავლიანობა გაზარდა

პანდემიამ საქართველოს სახელმწიფო ევრობონდის შემოსავლიანობა გაზარდა
პანდემიამ საქართველოს სახელმწიფო ევრობონდის შემოსავლიანობა გაზარდა

საქართველოს სახელმწიფო ევრობონდის - GEORGIA 21-ის შემოსავლიანობა 2020 წლის დასაწყისში 2.4%-ს შეადგენდა და შესადარისი რეიტინგის მქონე (BB) სხვა ინსტრუმენტებთან შედარებით არსებული სპრედები (სხვაობა) საკმაოდ დაბალი იყო. პანდემიის შედეგად გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე 2020 წლის მარტში GEORGIA 21–ზე შემოსავლიანობა მკვეთრად გაიზარდა 387სპ-ით და მარტის ბოლოს 6.2% შეადგინა. 

ამის შესახებ აღნიშნულია Galt and Taggart-ის რეგიონის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ამ პერიოდში GEORGIA 21-მა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით უარესი შედეგები აჩვენა. თუმცა, ზაფხულის თვეებში რეგიონში შემცირებული რისკიანობის შესაბამისად, GEORGIA 21–ის შემოსავლიანობამ კლება დაიწყო და შესადარ ქვეყნებთან არსებული სპრედებიც მნიშნელოვნად შემცირდა. 

"მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო ევრობონდთან - RUSSIA 23-თან - სპრედი თავდაპირველად 400სპ-მდე გაიზარდა, თუმცა წლის ბოლოს ეს მაჩვენებლი 100სპ-მდე დავარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნეთან (ოქტომბერი 2020) დაკავშირებული პოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, GEORGIA 21–ზე შემოსავლიანობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (ამ პერიოდში შემოსავლიანობა მცირედით 40სპ-ით გაიზარდა). 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს სუვერენულ ევრობონდზე შემოსავლიანობა მნიშვნელივნად 0.8%-მდე დაეცა, ევროობლიგაციის ვადიანობის დაახლოების გათვალისწინებით. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ობლიგაციას 2021 წლის აპრილში ვადა ეწურება და 2021 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით იგეგმება ევრობონდის რეფინანსირება. 2020 წელს საქართელომ მოახერხა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნება, შესაბამისად BB- (Fitch), Ba2 (Moody's), BB (S&P) ნიშნულზე, თუმცა 2020 წლის აპრილში Fitch–მა რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა," - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system