თავში

პანდემიამ სახელმწიფო საწარმოები 130 მილიონით აზარალა

პანდემიამ სახელმწიფო საწარმოები 130 მილიონით აზარალა
პანდემიამ სახელმწიფო საწარმოები 130 მილიონით აზარალა

პანდემიის გამო სახელმწიფო საწარმოებმა დაახლოებით 130 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგეს.

ამის შესახებ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას ახლავს თან.

დოკუმენტის მიხედვით, პანდემიის გამო სახელმწიფო საწარმოებმა დაკარგეს დაახლოებით 130 მილიონ ლარამდე შემოსავალი, ხოლო ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი შენარჩუნდა ძველ ნიშნულზე.  

პანდემიამ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 15%-ით შეუმცირა შემოსავლები, რაც დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს. 

30 მილიონი ლარით შეუმცირა შემოსავლები "საქართველოს რკინიგზას". ამასთან, 42%-ით შეუმცირდა შემოსავლები "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას".

"ამ მომენტისთვის საწარმოები ინარჩუნებენ ლიკვიდურობას, თუმცა, საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად კაპიტალშენატანების განხორციელების საჭიროების რისკი იზრდება",-აღნიშნულია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system