თავში

პანდემიამ სამგზავრო გადაზიდვები შეამცირა

პანდემიამ სამგზავრო გადაზიდვები შეამცირა
პანდემიამ სამგზავრო გადაზიდვები შეამცირა

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში სატრანსპორტო დარგები 255.2 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც  62,2 მლნ მგზავრით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ყველაზე დიდი კლება საავტომობილო დარგში ფიქსირდება.  2019 წლის პირველ 9 თვეში სატრანსპორტო დარგი 310,9 მლნ მგზავრს მოემსახურა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს ტრანსპორტმა გადაიყვანა  253,6 მლნ მგზავრი.

კლებაა რკინიგზაზეც - 2020 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს რკინიგზით 0,9 მლნ მგზავრმა ისარგებლა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,5 მლნ მგზავრით ნაკლებია.

სამოქალაქო ავიაცია იანვარ-სექტემბერში 0,8 მლნ მგზავრს მოემსახურა, მაშინ როცა 2019 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 4.1 მლნ მგზავრს შეადგენდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system