თავში

პანდემიამ შინამეურნეობებისა და კომპანიების ფინანსური მდგომარეობა გააუარესა

პანდემიამ შინამეურნეობებისა და კომპანიების ფინანსური
პანდემიამ შინამეურნეობებისა და კომპანიების ფინანსური მდგომარეობა გააუარესა

მსოფლიო ბანკის შეფასების მიხედვით, 2020 წელს გლობალური ეკონომიკური საქმიანობის ვარდნა შედარებით ნაკლებად მწვავე იყო მანამდე მომზადებულ პროგნოზებთან შედარებით, ძირითადად მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში სუსტი ვარდნისა და ჩინეთში ეკონომიკის მტკიცე აღდგენის გამო. საპირისპიროდ, საქმიანობის შეწყვეტამ ფორმირების პროცესში მყოფ ბაზრებზე და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში მოსალოდნელზე გაცილებით მწვავე შედეგები გამოიღო.

„რამდენადაც ბევრ ქვეყანაში შოკმა გავლენა იქონია მოწყვლად შინამეურნეობებზე და კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, საჭიროა რეაგირება ფინანსური არასტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა და მთავარმა ეკონომისტმა, კარმენ რეინჰარტმა.

როგორც ანგარიში მიუთითებს, ახლო მომავლის პერსპექტივა გაურკვეველი რჩება და კვლავ შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის განსხვავებული შედეგების მიღება. ზრდის ტემპების შემცირების სცენარს, რომელშიც ინფექციები გავრცელებას აგრძელებს და ვაქცინის გამოყენება გაჭიანურებულია, 2021 წელს გლობალური ზრდის 1.6 პროცენტით შემოფარგვლა შეუძლია, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, პანდემიის წარმატებული კონტროლით და ვაქცინაციის გაცილებით სწრაფი პროცესით, გლობალური ზრდა შეიძლება, დაახლოებით ხუთი პროცენტით დაჩქარდეს.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის იანვრის გამოცემის თანახმად, 2021 წელს მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის ოთხი პროცენტით ზრდა, იმ დაშვების საფუძველზე, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება წლის განმავლობაში. თუმცა, აღდგენის პროცესი სავარაუდოდ შენელებული იქნება, თუ პოლიტიკის შემმუშავებლები არ მიიღებენ გაცილებით უფრო გადამწყვეტ ზომებს პანდემიის წინააღმდეგ და არ განახორციელებენ რეფორმებს ინვესტიციების გასაზრდელად, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკაში 2020 წლის 4.3-პროცენტიანი ვარდნის შემდეგ ზრდა აღინიშნება, პანდემიის გამო უამრავი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა, მილიონობით ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდა, ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა და შემოსავლები გახანგრძლივებული პერიოდით შემცირდა. ახლო მომავლისთვის დარგობრივი პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტებია „კოვიდ-19“-ის გავრცელების კონტროლი და ვაქცინის ფართომასშტაბიანი სწრაფი გამოყენების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system