თავში

პანდემიამ თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად შეამცირა - ანგარიში

პანდემიამ თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად შეამცირა - ანგარიში
პანდემიამ თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად შეამცირა - ანგარიში

Colliers-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პანდემიამ თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად შეამცირა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აპრილ-ივნისში თბილისში რეალიზებული ბინების ჯამურმა ღირებულებამ $141 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელსთან შედარებით 66%-ით ანუ $272 მილიონით ნაკლებია.

მიმოხილვის მიხედვით, ყველაზე დიდი ვარდნა აპრილში იყომ როცა თბილისში სულ 203 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამური მოცულობაც $10 მილიონი დოლარი იყო.

ბაზარზე შედარებით გამოცოხლება შეინიშნება მაისისან. მიმდინარე წლის მაიში საჯარო რეესტრმა 841 ბინის რეალიზაცია აღრიცხა, რომელთა ჯამური ღირებულებაც $38 მილიონი იყო, თუმცა წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 74%-ით იყო შემცირებული.

მაისტან შედარებით, ორნახევარჯერ გაიზარად ივნისში დედაქალაქში ბიზნების ტრანზაქციები და ის 2,117 ერთეულს გაუტოლდა, თუმცა წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელიც შემცირებულია  37%-ით.

Colliers-ის პროგნოზით, ბაზრის აღდგენის ტენდენცია ივლისშიც გაგრძელდება, რისი წინაპირობაც ივლისში ამოქმედებული სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system