თავში

პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია განათლებაზე და ჯანდაცვაზე

პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია განათლებაზე და ჯანდაცვაზე
პანდემიამ  უარყოფითი გავლენა იქონია განათლებაზე და ჯანდაცვაზე

მსოფლიო ბანკმა "ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის შემოდგომის გამოცემა“ გაასაჯაროვა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებული პროგნოზებიც არის მოცემული.

მსოფლიო ბანკის ცნობით, პანდემიამ რეგიონში უარყოფითი გავლენა იქონია განათლებაზე და ჯანდაცვაზე.

ანგარიშში წარმოდგენილი სპეციალური ანალიზი ხაზს უსვამს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდა და მასზე წვდომის გაუმჯობესება, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანების ჯანმრთელობის წინაშე არსებული რისკფაქტორების შესუსტება გადამწყვეტია რეგიონის მდგრადი აღდგენისთვის.

"მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ქვეყნები შედარებით კარგ საბაზისო განათლებას და ჯანდაცვას უზრუნველყოფენ, რაც მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით შეფასდა, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ფიზიკური პირების და ქვეყნების დასახმარებლად მომავალში წარმატების მიღწევის მიზნით“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ინფორმაციაში.

ბანკის განმარტებით, უბრალოდ გადარჩენა და საბაზისო განათლების მიღება საკმარისი არ არის.

"ზრდასრული ადამიანი უნდა იყოს ჯანმრთელი, აქტიური და პროდუქტიული თავისი სიცოცხლის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის წინაშე არსებული ისეთი რისკების შემცირება, როგორებიცაა სიმსუქნე, მოწევა და ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობის მიღება, რომლებიც საფრთხეს უქმნის აქტიურ და პროდუქტიულ დაბერებას. ასევე არსებითია უმაღლესი სასწავლებლების მიერ სტუდენტების მომზადება დღევანდელი შრომითი ბაზრის გამოწვევებისთვის“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ – კუნტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system