თავში

პანდემიის ახალი ტალღის შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯები უნდა გადაიხედოს - IMF

პანდემიის ახალი ტალღის შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯებ
პანდემიის ახალი ტალღის შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯები უნდა გადაიხედოს - IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საკუთარი მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა. მიმოხილვის შემაჯამებელი დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის ბიუჯეტი მართებულად აწვდის დამატებით მიზნობრივ დახმარებას მოწყვლად ოჯახებს და ბიზნესებს პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. ორგანიზაციის რეკომენდაციით, თუ პანდემიის ახალი ტალღის გამო მეტი ფისკალური დახმარება გახდება საჭირო, პირველ რიგში, ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯების პრიორიტეტულობა უნდა გადაიხედოს. მათივე მტკიცებით, გაზრდილი სახელმწიფო ვალი და მნიშვნელოვანი პირობითი ვალდებულებები, სანდოობის შესანარჩუნებლად ფისკალური წესის დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ფისკალური რისკების პროაქტიული მონიტორინგი კვლავ არსებითია და სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გატარება ხელს შეუწყობს ამ რისკების კონტროლსა და შემცირებას.

"ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი შოკების შედეგად, რომლებიც უკავშირდებოდა ჯერ 2019 წლის მეორე ნახევარში მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესებას, შემდეგ კი, 2020 წლის დასაწყისიდან პანდემიის გამოვლენას და, ასევე, ბოლო პერიოდში სავაჭრო პარტნიორის ვალუტის მერყეობის გადმოცემას, ლარი განმეორებადი ზეწოლის ქვეშ მოექცა. საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ არის კონცენტრირებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევაზე, რაც საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ქვაკუთხედს წარმოადგენს. პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა ინფლაციის მოლოდინების ზრდას უკავშირდება, იმ ფონზე, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს მეტნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აღემატება. თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება, შესაძლოა პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდა გახდეს საჭირო. მთლიანობაში, ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, საქართველოს კარგ სამსახურს უწევს და ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად მიმართული სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს," - აღნიშნულია  საერთაშორისო სავალუტო ფონდ მიმოხილვის შემაჯამებელ ანგარიშშო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system