თავში

პანდემიის გამო უკიდურესად ღარიბი ადამიანების რიცხვმა შესაძლოა მილიარდს გადააჭარბოს

პანდემიის გამო უკიდურესად ღარიბი ადამიანების რიცხვმა
პანდემიის გამო უკიდურესად ღარიბი ადამიანების რიცხვმა შესაძლოა მილიარდს გადააჭარბოს

გაეროს უნივვერსიტეტის ანგარიშით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შესაძლოა 395 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდეს და მათმა რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბოს. 

ყველაზე ცუდი სცენარით, 1,12 მილიარდზე მეტი ადამიანი პანდემიის შემდეგ უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება და საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობები, სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით, შესაძლოა წყალში ჩაიყაროს. შედეგად, სიღარიბის აღმოფხვრის პროგრესი შენელდება 20-30 წლით. 

მოსალოდნელია, რომ უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ადამიანთა რიცხვი, ყველაზე მეტად აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში (38,47%) გაიზრდება. შემდეგ მოდის სამხრეთ აზია (29,51%,), ლათინო ამერიკა და კარიბის აუზის ქვეყნები (9,47), სუბ-საჰარული აფრიკა (9,97%), შუა აღმოსავლეთის ქვეყნები (8,06%), ევროპა და ცენტრალური აზია (4,43%). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system