თავში

პანდემიის მიუხედავად, სამხრეთ გაზის პროექტი დასკვნით ფაზაში შედის

პანდემიის მიუხედავად, სამხრეთ გაზის პროექტი დასკვნით ფაზაში შედის
პანდემიის მიუხედავად, სამხრეთ გაზის პროექტი დასკვნით ფაზაში შედის

დღეს აზერბაიჯან-ევროკავშირის ონლაინ ბიზნეს ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მკაფიო მესიჯი გახლდათ, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) პროექტი, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ონლაინშეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის ადგილობრივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კესტუტის იანკაუსკასმა განუცხადა.

შეგახსენებთ, სამხრეთის გაზის დერეფანი მეორე არარუსული მილსადენია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა და ბრიუსელის ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკაში სრულად ჯდება.

ცნობისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში. 

პირველ ეტაპზე, 2-დან 6 მლდ კბ/მ აზერბაიჯანულ გაზს მხოლოდ თურქეთი მიიღებს. 2020 წლის შემდეგ, როცა SCP-სა და TANAP-ს ოფიციალურად მიუერთდება TAP-ი, დერეფანმა უკვე 16 მლდ კბ/მ გაზი უნდა გაატაროს, საიდანაც 10 მლდ-ს იტალია წაიღებს.

გრძელვადიანი გეგმებით, ამ მარშრუტით ევროპელ მომხმარებლამდე 2023 წლისთვის – 23 მლდ კბ/მ, ხოლო 2026 წლისთვის – 31 მლდ კბ/მ გაზი უნდა მივიდეს.

პროექტის მთავარი კომპონენტებია ტრანს-ანატოლიური გაზსადენი (TANAP) და ტრანს-ადრიატიკის მილსადენი (TAP).

პროექტი 2014 წლის 25 თევერვალს დაიძრა. სამხრეთ გაზის ენერგეტიკული პროექტის 51% ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფოს, რომელსაც წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო და 49% კი - SOCAR-ს.

ყველაფერს TANAP-ისTAP-ის და სამხრეთ გაზის დერეფნის შესახებ, გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system