თავში

პანდემიის პერიოდში ბანკებმა 1.2 მლრდ ლარი დაკარგეს

პანდემიის პერიოდში ბანკებმა 1.2 მლრდ ლარი დაკარგეს
პანდემიის პერიოდში ბანკებმა 1.2 მლრდ ლარი დაკარგეს

"პანდემიის პერიოდში კომერციულმა ბანკებმა 1.2 მლრდ ლარით იზარალეს" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბანკების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სესხების პროცენტის გადავადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ კომერციული ბანკები ფუნქციონირებას აგრძელებენ, სულაც არ ნიშნავს, რომ COVID-19-ს მათზე გავლენა არ მოუხდენია. ბანკების 1.2 მლრდ ლარიანი საკრედიტო დანაკარგი უკვე ასახულია მათ საბალანსო უწყისებში და სხვა თანაბარ პირობებში მატერიალურ გაუარესებას არ უნდა ველოდოთ.

სებ-ის პრეზიდენტი, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ბანკებმა თავისი დანაპირები ჯეროვნად არ შეასრულეს.

ეს ფინანსური სექტორის მიერ გადადგმული საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინანსურ სექტორს გაკვეული ვალდებულებებიც აქვთ - მათ უნდა გადაიხადონ საპროცენტო განაკვეთები და აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ე.წ. პროცენტების პატიება. მაგრამ ის, რაც მეორე ეტაპზე ხდება, ეს არის მომხმარებლის სიტუაციიდან გამომდინარე მათზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება“, - განმარტავს  სებ-ის პრეზიდენტი და დასძენს, რომ საკმარისი ფინანსური ბუფერების გარეშე, ბანკები ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ.

„ამ შეღავათების დაწესება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ჰქონოდა სისტემას კაპიტალის ბუფერები, რომელიც დროთა განმავლობაში დაგროვდა და რომელთა გამოყენების უფლება ახლა მივეცით სისტემას. გასულ წლებში პრუდენციული მოთხოვნების შემოღებისას ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ამის ძირითად მიზეზს სწორედ ეკონომიკური შოკების ფინანსური სექტორის მდგრადობა წარმოადგენდა. არსებული სიმძიმის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც საბანკო, ისე არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტები ამ გამოწვევას მომზადებული შეხვდნენ და იმისთვის, რომ ჩვენ კონფორტი შეგვექმნა მათთვის და დაკრედიტების პროცესი არ შეჩერებულიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, ჩვენ ავამოქმედეთ ლიკვიდობის მიწოდების ახალი ინსტრუმენტები და დიდი მოქნილობა გამოვიჩინეთ კაპიტალის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ზუსტად ეს აძლევს მათ საშუალებას, რომ ამ სიტუაციაშიც გააგრძელონ დაკრედიტება“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system