თავში

პანდემიის პერიოდში ევროკავშირში კორუფციამ შემაშფოთებლად იმატა

პანდემიის პერიოდში ევროკავშირში კორუფციამ შემაშფოთებლად იმატა
პანდემიის პერიოდში ევროკავშირში კორუფციამ შემაშფოთებლად იმატა

"საერთაშორისო გამჭვირვალეობის" მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, პანდემიამ  ევროკავშირში კორუფციის გამწვავება გამოიწვია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს. 

"საერთაშორისო გამჭვირვალეობის" გამოკითხვა, 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე  პერიოდში, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორუფცია განსაკუთრებით გახშირებულია ჯანდაცვის სექტორში.  

ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში, შესაბამისი მომსახურების მისაღებად ქრთამს მოსახლეობის 6% იხდის, ხოლო ევროკავშირში მაცხოვრებელთა 29%  პირად კავშირებს იყენებს შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

მექრთამეობა ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მაღალია რუმინეთში (22%) და ბულგარეთში (19%), ხოლო პირად კავშირებს ყველაზე ხშირად ჩეხეთში (54%) და პორტუგალიაში (46%) იყენებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system