2020 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში 56,1 მილიონი მილიონერი იყო, 5,2 მილიონით მეტი ვიდრე ერთი წლით ადრე. ამის შესახებ ინფორმაციას Credit Suisse Global Wealth Report ავრცელებს.
მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს მილიონერები შეადგენენ. ინდოეთში, ინდონეზიასა და რუსეთში 1000-დან ერთი ადამიანი მილიონერია. მილიონერები იტალიასა და ესპანეთში ზრდასრული მოსახლეობის 3%-ს შეადგენს. საფრანგეთში, ავსტრიასა და გერმანიაში მილიონერების წილი ზრდასრული მოსახლეობის 4%-ს შეადგენს. კიდევ უფრო მეტი მილიონერია ბელგიაში, ნიდერლანდებში, დანიასა და შვედეთში - მოსახლეობის 6%. ხოლო, შეერთებულ შტატებსა და ჰონგ-კონგში მილიონერები მოსახლეობის 8%-ზე მეტს შეადგენენ, ავსტრალიაში - 9%-ს, ხოლო შვეიცარიაში - 15%-ს.
Credit Suisse Global Wealth Report-ის მონაცემებით, 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად სიმდიდრის უთანასწორობა ფართოდ გაიზარდა.
შეგახსენებთ, გაერო-ს მონაცემებით, COVID-19 პანდემიის შედეგად 108 მილიონი ადამიანი გაღარიბდა.