თავში

პანდემიისას უმოქმედო სესხები გაორმაგდა

პანდემიისას უმოქმედო სესხები გაორმაგდა
პანდემიისას უმოქმედო სესხები გაორმაგდა

საბანკო სისტემის სესხების 8.4% უმოქმედოს სტატუსს ატარებს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) 2020 წლის ანგარიშში. რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საბანკო სისტემაში არსებული საკრედიტო რისკებიცაა მიმოხილული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს უმოქმედო სესხების მაჩვენებელი 10%-საც მიაღწევს.

უმოქმედო სესხების შედარებით მაღალი მაჩვენებელი სავალუტო სესხების მიმართულებითაა. იპოთეკური სესხების 8.7-მილიარდიან პორტფელში უმოქმედო სესხების წილი გაზრდილია. მანამდე 5 მილიარდიან პორტფელის მქონე უცხოური ვალუტით გაცემულ იპოთეკებში უმოქმედო სესხები 4%-ი იყო. ხოლო 2020 წელს 10%-ს გადააჭარბა. ლარის იპოთეკებში  2020 წლამდე უმოქმედო სესხები პორტფელის 1% იყო, 2020 წელს 4%-მდე გაიზარდა. მთლიანობაში ლარის იპოთეკური სესხების პორტფელი 3.7 მილიარდი ლარია. 

სეგმენტების მიხედვით უმოქმედო სესხები ასე ნაწილდება:
კორპორაციული სესხების- 7.44%-ია უმოქმედო;
მცირე და საშუალო ბიზნესსესხების - 9.75%-ია უმოქმედო;
საცალო (ფიზიკური პირების) სესხების - 9.30%-ია უმოქმედო.

შეგახსენებთ, გაუარესებული სასესხო პორტფელის შესაძლო დანაკარგები ბანკებმა თავიანთ ფინანსურ შედეგებში 2020 წელსვე ასახეს და შესაძლო დანაკარგების რეზერვში 1.1 მილიარდი ლარის ბუფერი შექმნეს. კრედიტების ხარისხის შესანარჩუნებლად, ათასობით მსესხებელთან რესტრუქტურიზაციის შეთანხმებები გაფორმდა. თუკი 2019 წლის ბოლოსთვის რესტრუქტურიზებული იყო საბანკო სისტემაში არსებული სესხების 5%, 2020 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 20%-მდე იყო გაზრდილი, ანუ, საბანკო სისტემაში არსებული 38-მილიარდიანი საკრედიტო პორტფელიდან 7.6 მილიარდი ლარის სესხები რესტრუქტურიზებულია. ყველაზე მეტი რესტრუქტურიზაცია სავალუტო სესხებს დასჭირდა, რომელთა მთლიანი პორტფელის 25%-იც 2020 წლის ბოლოს რესტრუქტურიზებული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system