თავში

პანდემიურმა კრიზისმა ენერგო კომპანიებიც აზარალა - გულბანი

პანდემიურმა კრიზისმა ენერგო კომპანიებიც აზარალა - გულბანი
პანდემიურმა კრიზისმა ენერგო კომპანიებიც აზარალა - გულბანი

ეკონომიკის ექსპერტს, შოთა გულბანს, ელექტროენერგიის გაძვირება არ გაჰკვირვებია. მისი თქმით, პანდემიურმა კრიზისმა სემეკი იძულებული გახადა, ტარიფების ზრდის შესახებ ენერგოკომპანიების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. ექსპერტის შეფასებით, პანდემიურმა კრიზისმა ენერგო კომპანიებშიც საკითხი იმგვარად დააყენა, რომ არათუ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ მისი მიწოდების უწყვეტობის შენარჩუნებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რის გამოც მარეგულირებელი იძულებულია, კომპანიების მოთხოვნა გარკვეულწილად დააკმაყოფილოს ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.

„2017 წლის შემდეგ დღეს პირველად დაუდგინდათ ენერგო და წყალმომმარაგებელ კომპანიებს ახალი ტარიფები. პანდემიის პირობებში მოხმარება შემცირდა როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის შემთხვევაში. შესაბამისად, შემცირდა გადახდები, რამაც შეამცირა კომპანიების შემოსავლები. ასეთი ტიპის კომპანიების ერთადერთი შემოსავლის წყარო არის მომხმარებლების მიერ გადახდილი ტარიფი, საფასური იმ ოდენობის შესაბამისად, რა ოდენობის ელექტროენერგიასა და წყალსაც მოვიხმართ,“ - ამბობს ექსპერტი. 

სპეციალისტების შეფასებით, გაძვირების მიუხედავად, ელექტროენერგია საქართველოში ბევრად იაფია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეკონომისტ იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მეზობელ თუ არამეზობელ ქვეყნების უმრავლესობასთან საქართველოს განსხვავება დენის ტარიფით დაახლოებით 1.5-2.0-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონით. ასე მაგალითად, მშპ-ის წარმოებით მოსახლეობის ერთ სულზე ევროკავშირი საქართველოს უსწრებს 2.9-ჯერ, დენის ტარიფით კი - 4.3-ჯერ, დანია (ევროკავშირში დენის ყველაზე მაღალი ტარიფის მქონე ქვეყანა), შესაბამისად - 3.8-ჯერ და 5.8-ჯერ; ჩვენი სამხრეთელი მეზობელი თურქეთი, შესაბამისად, 1.9-ჯერ და 2.1-ჯერ. თვით კოსოვოშიც კი, სადაც ცხოვრების დონე საქართველოზე თითქმის 30 პროცენტით დაბალია, დენის ტარიფი ჩვენთან შედარებით 22 პროცენტით უფრო მაღალია. არჩავძე ამბობს, რომ დენის მომატებული ტარიფითაც კი საქართველო საშუალო ევროპულ დონეს მხოლოდ უმნიშვნელოდ მიუახლოვდება და, ამჟამინდელი 23 პროცენტის ნაცვლად, დაახლოებით 25-26 პროცენტი იქნება. 

შეგახსენებთ, სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა, რომლის შედეგადაც, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. წყალი კი სამ ქალაქში გაძვირდა.

ხელისუფლების განმარტებით, მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების ზრდას ვერ იგრძნობს, რადგან 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის.

სახელმწიფო წყალმომარაგების ტარიფის სხვაობას დაუსუბსიდირებს სოციალურად დაუცველებსაც,

ელექტროენერგიის დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის 50% დაუსუბსიდირდებათ საკვები პროდუქტების პირველად, ადგილობრივ წარმოებაში მოქმედ კომპანიებს, 2021 წლის განმავლობაში.

ექსპერტების დათვლით 2021 წელს ბიუჯეტს საყოფაცხოვრებო ელ.ენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება 80 - 90 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 165 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system