თავში

პანკისის ხეობაში ჰესი აშენდება

პანკისის ხეობაში ჰესი აშენდება
პანკისის ხეობაში ჰესი აშენდება

პანკისის ხეობაში 26.28 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა სავარაუდოდ ნოემბერში დაიწყება. როგორც კომპანია „ფერის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა, „ხადორი 3“-სგან განსხვავებით, „სამყურისწყალი 2 ჰესი“ დასახლებული ადგილიდან 15 კილომეტრში აშენდება.

„აღნიშნული ჰესის მშენებლობაზე ნებართვა უკვე დიდი ხანია გაცემულია და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მშენებლობის დაწყებას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს შიდა ნიუანსებზე, შეიძლება იყოს ნოემბერი, დეკემბერი, ან იანვარი. ძალიან დიდი დროც არ არის დარჩენილი“, – ამბობს იორდანიშვილი.

„ფერის“ დირექტორის თქმით, პანკისის ხეობის მაცხოვრებელთა ნაწილის პროტესტი დაკავშირებული იყო „ხადორი 3“-თან, ხოლო „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობაზე, იორდანიშვილის ინფორმაციით, წინააღმდეგობა არ არსებობს.

გზშ-ის ანგარიში ,,გამა კონსალტინგმა" მოამზადა. პროექტი ითვალისწინებს მდინარე სამყურისწყალზე ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მშენებლობას, რომლის საერთო დადგმული სიმძლავრე იქნება 26 მგვტ, მათ შორის „სამყურისწყალი 2 ჰესის“ პირველი საფეხურის დადგმული სიმძლავრე 13 მგვტ და „სამყურისწყალი 2 ჰესი“ მეორე საფეხურის დადგმული სიმძლავრე 13 მგვტ. გამომუშავებული ელექტროენერგიის ჩართვა მოხდება ხადორის ელექტროსადგურის ელექტროგადამცემ ხაზში, ელექტროქვესადგურების და 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით.

ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის დოკუმენტის მიხედვით, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ სიმძლავრე 26.28 მვტ-ია, ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად კი 2021 წლის 30 აპრილია განსაზღვრული.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის შეფასებით, ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობა მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხეობაში სასმელი წყლის რესურსის ნაკლებობას, რაც ადგილობრივებს მძიმე სოციალურ ტვირთად დააწვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system