თავში

პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს

პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს
პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს

მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს. შესაბამის კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია მედიკამენტზე, რომელიც ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ კიბოს უჯრედების მგრძნობელობას ზრდის. 

პრეპარატის სახელია ATI-450 და იგი თაგვებზე უკვე წარმატებით გამოცადეს.  ქიმიოთერაპიასთან ერთად ATI-450-ის გამოყენებამ თაგვებში სიმსივნეების ზომა დაახლოებით ნახევრით შეამცირა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით გაზარდა.

ამ დროისათვის, პრეპარატის ადამიანებზე ტესტირება მიმდინარეობს. 

პანკრეასის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად 180 000 ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს. დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, რადგანაც პანკრეასის კიბოს აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system