თავში

პანმდემიამ დროებით უმუშევრობა გაზარდა

პანმდემიამ დროებით უმუშევრობა გაზარდა
პანმდემიამ დროებით უმუშევრობა გაზარდა

COVID-19-ით პროვოცირებულმა კრიზისმა სამუშაო ადგილების მასობრივი დაკარგვა განაპირობა. გაზრდილია დროებით უმუშევართა ოდენობაც. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (რონდელის ფონდი) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“.

მართალია, უმუშევრობის ოფიციალურ მაჩვენებელს 2020 წლის მეორე კვარტალში ეს არ დასტყობია (წინა წლის ბოლოს დონეს იგი მხოლოდ 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა), მაგრამ სამუშაო ძალის გამოკვლევის მონაცემთა ბაზების ანალიზმა წინამდებარე კვლევაში აჩვენა, რომ უმუშევრობის დონე პანდემიური კრიზისის შედეგად, შესაძლოა, მკვეთრად გაიზარდოს.

განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის ზრდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, "ჰორეკა" სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი.

"ჰორეკა" ანუ სტუმარმასპინძლობის სფეროში საქართველოში ოპერირებს 1 100-მდე საშუალო ზომისა და 1 500-მდე საოჯახო ტიპის და ე.წ. გესტჰაუსები. თუ შარშან განთავსებისა და კვების მიწოდების ობიექტებში ჯამურად 48 634 მოქალაქე იყო დასაქმებული, ბოლო მონაცემებით, მაჩვენებელი 31 039-მდე შემცირდა. 2020 წლის მესამე კვარტალში სასტუმრო/რესტორანი სინდუსტრიის კლება 31.7%-ია, ხოლო სექტორში დასაქმებული იყო 48 800 მოქალაქე; პანდემიის შედეგად, განთავსებისა და კვების ინდუსტრიაში უმუშევრად დარჩა 17 500 მოქალაქე, ხოლო დარჩენილ ნაწილს შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ეს არის ის, რაც დაკვირვებადი ეკონომიკის ნაწილში ჩანს. რადგან საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა ჯერ კიდევ მაღალია, დიდი ალბათობით, ვითარება კიდევ უფრო რთულია და შემოსავალი გაცილებით მეტ ადამიანს შეუმცირდა ან საერთოდ შეუწყდა.

ტრანსპორტის შეზღუდვამ ქვეყანაში უმუშევრად 50 000-მდე ადამიანი დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system