თავში

პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით მთავრობას დღეს დაუბრუნებს

პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით მთავრობას დღეს დაუბრუნებს
პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით მთავრობას დღეს დაუბრუნებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც, შენიშვნებით, მთავრობას დღეს უკან დაუბრუნდება.

კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, შენიშვნებიდან ერთ-ერთი ეკონომიკური ზრდის პარამეტრს ეხება, რომელიც შენარჩუნებულია 4.5%-ის დონეზე, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში უფრო მაღალი 5%–იანი მაჩვენებელი ფიქსირდება.

კიდევ ერთი შენიშვნა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს უკავშირდება. „პროექტით ინფლაცია გათვალისწინებულია 4%-ის დონეზე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ამ მაჩვენებლის მიღწევა, მაშინ როდესაც სექტემბრის მდგომარეობით წლიური ინფლაციის დონემ 6,4% შეადგინა“, - ნათქვამია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა 92.8 მილიონი ლარით იზრდება და 12 965.5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გადასახდელების - 223.1 მლნ ლარით და მიაღწევს 13 313.1 მლნ ლარს. იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 10 მლნ ლარით. შსს–ს დაფინასება - 25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system