თავში

პარლამენტი დღეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს უყრის კენჭს

პარლამენტი დღეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს უყრის კენჭს
პარლამენტი დღეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს უყრის კენჭს

პარლამენტი დღეს საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე იმსჯელებს.

რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარულ სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი იქნება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების კორექტირებულ პროექტს მხარი დაუჭირა.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს უცვლელი სახით დაუბრუნდა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3,4 პროცენტიდან 7,7 პროცენტამდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7,6-დან 6,9 პროცენტამდე. სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 პროცენტამდე. ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით და მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს თითქმის 19,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, 7, 7 პროცენტი, დაადასტურა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system