თავში

პარლამენტი დღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს

პარლამენტი დღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს
პარლამენტი დღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს

პარლამენტი დღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს. ასევე დაგეგმილია სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა. კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

შესაბამისად დაგეგმილია შემდეგი კანდიდატების მოსმენები:

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - ნათია თურნავა

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი - ვანო მაჭავარიანი

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი - ლევან დავითაშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი - მაია ცქიტიშვილი

დილის 10:00 საათიდან კი საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი უწყებების მინისტრობის კანდიდატებსაც მოუსმენენ:

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - ვახტანგ გომელაური

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი - თეა წულუკიანი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი - ირაკლი ღარიბაშვილი

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი - ქეთევან ციხელაშვილი

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის კანდიდატად შს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა პარტია “ქართული ოცნების” თავმდჯომარემ ბიძინა ივანიშვილმა. თავის მხრივ, გახარიამ თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვილებები იქნება. მთავრობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, ის თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ასევე ვახტანგ გომელაური სუს-იდან შს სამინისტროში გადაინაცვლებს.

8 სექტემბერს პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system