თავში

ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტი გააძლიერებს კონტროლს მონეტარულ ხელისუფლებაზე

პარლამენტი გააძლიერებს კონტროლს მონეტარულ ხელისუფლებაზე
ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტი  გააძლიერებს კონტროლს მონეტარულ ხელისუფლებაზე

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდაშეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირიც ესწრებოდა, განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და გამოწვევები. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებს. თავის მხრივ დღევანდელ შეხვედრას, ხანგრძლივი და პროდუქტიული უწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კოვზანაძის თქმით შეხვედრაზე განიხილეს ფინანსური მდგრადობის საკითხები საქართველოში, მათ შორის მომავალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ფისკალურ პოლიტიკას ეხება.

„მიუხედავად საგარეო შოკებისა, საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება და სავალუტო ფონდის პროგნოზი იგივე რჩება- 4.6% მიმდინარე წლისთვის," - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა , მერსედეს ვერა-მარტინმა პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. მან ხაზი გაუსვა სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ეკონომიკის განვითარებისთვის.

„ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა სავალუტო ფონდის მისიასთან. ჩვენ განვიხილეთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები ასევე ფინანსური მდგრადობის საკითხები საქართველოში. საუბარი იყო ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების კანონში ცვლილებებზე, რომელიც რეზოლუციის კანონს გულისხმობს“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ , მისი თქმით, ყველა საკითხი, რომელზედაც დღეს ისაუბრეს ეხება სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელებას საქართველოში და ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პარლამენტმა გააძლიეროს კონტროლი მონეტარულ ხელისუფლებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system