თავში

პარლამენტი სესხების საპროცენტო განაკვეთებზე იმსჯელებს

პარლამენტი სესხების საპროცენტო განაკვეთებზე იმსჯელებს
პარლამენტი სესხების საპროცენტო განაკვეთებზე იმსჯელებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებენ. კომიტეტის სხდომაზე მიწვეული არიან - “ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომლებსაც “ლიბერთი ბანკი“ გასცემს, საკომიტეტო მოსმენის გამართვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მოითხოვეს, რაზეც კომიტეტმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

მოსმენა პარლამენტის რეგლამენტის 40-ე მუხლის შესაბამისად იმართება, როცა კომიტეტის სხდომაზე მიწვეული თანამდებობის პირების დასწრება სავალდებულოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system