თავში

პარლამენტის რა შენიშვნებია გათვალისწინებული ჯანდაცვის შესახებ კანონში

პარლამენტის რა შენიშვნებია გათვალისწინებული ჯანდაცვის შესახებ კანონში
პარლამენტის რა შენიშვნებია გათვალისწინებული ჯანდაცვის შესახებ კანონში

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე, მეორე მოსმენით იმსჯელა.

სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მუხლობრივად წარმოადგინა და ყურადღება იმ ცვლილებებზე გაამახვილა, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა.

რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებების არსს - კანონის პროექტის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში, უფლებამოსილი იქნება გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის უფლება შეაჩეროს.

ამასთანავე, ყველა სამედიცინო დაწესებულებას ვალდებულება ეკისრება მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა-განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც მაკონტროლებელ ორგანოს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად ესაჭიროება.

კანონპროექტთა პაკეტის მუხლობრივად განხილვის პროცესში კომიტეტის წევრების და სამედიცინო დარგის წარმომადგენლების მხრიდან რამდენიმე შენიშვნა და რეკომენდაცია გამოითქვა. საკითხები შეეხებოდა როგორც ტექნიკური რეგლამენტის შესრულებას, ასევე სანქციების ნაწილს და საქმიანობის შეჩერების პროცედურებს.

კომიტეტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა. წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტზე კომიტეტის სხდომა დღეს კიდევ ერთხელ გაიმართება, რომელზეც მას დეპუტატები მესამე, საბოლოო, მოსმენით განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system