თავში

პარლამენტმა მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუ
პარლამენტმა მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

დეპუტატებმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, 80 ხმით მიიღეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი კომპანიების პარტნიორებს შორის ურთიერთობებს ახლებურად აწესრიგებს. რეგულირდება სამეწარმეო საზოგადოებების დაფუძნების, რეორგანიზაციის, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის საკითხები, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, კონკურენციის, რეესტრის საჯაროობის საკითხები.

„კანონპროექტით შემოდის მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალი, როგორც ერთიანი ელექტრონული სივრცის ცნება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტი კონკურენციის აკრძალვის საკითხს აწესრიგებს. კერძოდ, ხელმძღვანელი ორგანოს წევრს უკრძალავს სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე იგივე საქმიანობის განხორციელებას, რომელსაც ეწევა სამეწარმეო საზოგადოება. ასევე, უკრძალავს, იყოს მსგავს სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system