თავში

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს პარლამენტმა სახელი დაჩქარებული წესით გადაარქვა

პარლამენტმა სახელი დაჩქარებული წესით გადაარქვა
ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს პარლამენტმა სახელი დაჩქარებული წესით გადაარქვა

საქართველოს პარლამენტმა "ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს" დაჩქარებული წესით გადაარქვა სახელი. ამიერიდან სასწავლო დაწესებულებას "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი" ეწოდება.  შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განსახილველად 2019 წლის 17 სექტემბერს დარეგისტრირდა. 

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია სსიპ - ტექნოლოგიური ინსტიტუტის დასახელების შეცვლით, რომლის თანახმად, აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდება სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. საჭიროა შესაბამისი ცვლილებები შეტანილ იქნას აღნიშნულ კანონში," - ნათქვამია კანონის განმართებით ბარათში.

2019 წლის პირველ ოქტომბერს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ახალი უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთდა. საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელახალი პრეზენტაცია 2019 წლის სექტემბერში გაკეთდა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტს სახელი შეეცვალა. უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი "ქართუ ფონდი" აშენებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system