თავში

პარლამენტში დღეს ორ მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ორ მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს ორ მინისტრს მოუსმენენ

დღეს, საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში, ორ მინისტრს - ლევან დავითაშვილსა და მაია ცქიტიშვილს ელიან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები 2021 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე შეხვდებიან.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვივე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი კანონმდებლებს 2020 წელს შესრულებულ სამუშაოებსა და 2021 წლის სამომავლო გეგმებზე ჩააბარებს ანგარიშს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system