თავში

პარლამენტში მინიმალური ხელფასის განსაზღვრაზე იმსჯელებენ

პარლამენტში მინიმალური ხელფასის განსაზღვრაზე იმსჯელებენ
პარლამენტში მინიმალური ხელფასის განსაზღვრაზე იმსჯელებენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მინიმალური ხელფასის განსაზღვრაზე იმსჯელებენ. კანონში ცვლილებების ინიციატორი დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილია. პროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოს მთავრობამ ყოველწლიურად, პირველ ოქტომბერს უნდა დაადგინოს. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა განისზღვროს როგორც მთელი თვის, ისე საათობრივი ანაზღაურების დონეები.

პროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტი უნდა იყოს.

„ქვეყანაში 229 ათასი ადამიანის საშუალო ანაზღაურება თვეში 280 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მინიმუმ 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ კანონით ხელფასის ქვედა ზღვარის დადგენა მოხდება, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდას“, – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს აღარ ექნებათ საშუალება, მინიმალური ხელფასის დადგენილ სტანდარტთან შედარებით, ნაკლებ ანაზღაურებაზე შეთანხმნენ. კანონი სანქციებსაც გაითვალისწინებს. დარღვევისათვის ჯარიმა 2000-დან 4000 ლარამდე იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system