თავში

პაციენტებს სამედიცინო ელექტრონული ბარათები ექნებათ

პაციენტებს სამედიცინო ელექტრონული ბარათები ექნებათ
პაციენტებს სამედიცინო ელექტრონული ბარათები ექნებათ

ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის სამედიცინო ელექტრონული ბარათის შექმნას აანონსებს, - ამის შესახებ დღეს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პაციენტის სამედიცინო ელექტრონულ ბარათზე ადამიანის სრული სამედიცინო ისტორია შეინახება. პრეზენტაციაზე მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს პრევენციული სერვისები, გაიზარდოს ოჯახისა და სოფლის ექიმის როლი და დატვირთვა, ასევე ქვეყანაში ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურა განვითარდეს.

„აღნიშნული ბარათის წაკითხვა ყველა სამედიცინო დაწესებულებასა და აფთიაქში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ელექტრონული სამედიცინო ბარათი იქნება არასაჭირო სამედიცინო კვლევების და მედიკამენტების დანიშვნის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ბარათის საშუალებით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ინფორმაცია მიიღოს მისი სადაზღვევო სტატუსის პაკეტის და დაფინანსების შესახებ. ჩვენ ამავდროულად ვიზრუნებთ, ბარათზე არსებული ინფორმაციის უსაფრთხოებასა და დაცულობაზე. უკვე დეტალურად გადაიხედა და გაიწერა პირველადი ჯანდაცვის რგოლში მისაწოდებელი მომსახურების მოცულობა და ჩამონათვალი. ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის საკითხები. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია გვექნება", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system