თავში

პენსიის გაცემაზე ახალ სატენდერო პირობებს უწყებათაშორისი საბჭო შეადგენს

პენსიის გაცემაზე ახალ სატენდერო პირობებს უწყებათაშორისი საბჭო შეადგენს
პენსიის გაცემაზე ახალ სატენდერო პირობებს უწყებათაშორისი საბჭო შეადგენს

პენსიის გაცემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოსა და "ლიბერთი ბანკს"  შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდის. მთავრობა ახალი ტენდერისთვის საჭირო ტექნიკური პირობების შედგენის პროცესში ჩაერთვება, ბანკებს კი ტენდერის მოსამზადებლად ერთწლიანი პერიოდი მიეცემათ. სოციალური მომსახურების სააგენტომ ამ საკითხზე უკვე მიმართა მთავრობას. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი წოწკოლაური, განმარტავს, ტექნიკურ პირობებს უწყებათაშორისი კომისია ჩამოაყალიბებს. მასში წარმოდგენილი ყველა უფლებამოსილი ორგანო. 

“2019 წელს, როცა გვინდოდა ტენდერის გამოცხადება, აღმოჩნდა, რომ არცერთი ბანკი იმ კონკრეტული მომენტისთვის ინფრასტრუქტურულად და არამარტო არ იყვნენ მზად, აქედან გამომდინარე ვიხელმძღვანელეთ ამ მოცემულობით, რომ გონივრული ვადა იქნებოდა 2022 წლამდე ჩაგვეტარებინა ტენდერი, სადაც ერთი წელი იქნებოდა დარჩენილი ( ხელშეკრულების ვადის გასვლამდე), რომ ვინც მოიგებს ამ ტენდერს, ერთი წელი ჰქონდეს მოემზადოს. ჩვენ უკვე შესული ვართ ინიციატივით, რომ მთავრობა ტექნიკური პირობების შედგენის დროს შექმნის უწყებათაშორის კომისიას. იქ იქნება წარმოდგენილი ყველა უფლებამოსილი ორგანო და ერთობლივად შედგება ტექნიკური პირობები. ამის შემდგომ, როცა მზაობა გვექნება და მზა პროდუქტი მთავრობიდან მიღებული, ჯანდაცვის სამინისტრო ტენდერს გამოაცხადებს და შემდგომ დადებს ხელშეკრულებას, რაშიც იქნება ასახული ეს პარამეტრები,“ - აცხადებს გიორგი წოწკოლაური.

ამჟამად პენსიებს "ლიბერთი ბანკი" გასცემს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system