თავში

პენსიის მსყიდვითუნარიანობა გაიზრდება

პენსიის მსყიდვითუნარიანობა გაიზრდება
პენსიის მსყიდვითუნარიანობა გაიზრდება

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, პენსიის ზრდის მიმართულებით მთავრობის ღონისძიებები  საპენსიო შემოსავლების მსყიდვითუნარიანობაზე დადებითად აისახება და ამ კატეგორიის მოქალაქეების სოციალურ ყოფას მცირედით მაინც შეამსუბუქებს. თუმცა, მისივე განმარტებით,  საშუალო პენსიის თანაფარდობა საშუალო ხელფასთან შედარებით, მაინც დაბალ დონეზე რჩება.

,, წლების განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პენსიონერთა კატეგორია ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება. მათი შემოსვლები იყო არათანაბარზომადი მინიმალურ სამომხმარებლო სტანდარტთან, რაც საყოველთაოდ ცნობილია. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მცირედით მატულობდა პენსია, ამ ხნის განმავლობაში კი ფასები არ ჩერდებოდნენ და პენსიის ყოველ მომატებამდე და მომატების შემდეგ პენსიის მოცულობა თვისი მსყიდველობითუნარიანობის ხან საწყის ეტაპს უბრუნდებოდა, ხან უფრო ნაკლები გამოდიოდა. ახლა, ფაქტობრივად მივიღეთ ის, რომ ე.წ. ჩანაცვლების კოეფიციენტი ანუ საშუალო პენსიის თანაფარდობა საშუალო პენსიასთან ძალიან დაბალ დონეზე აღმოჩნდა,  17-18%-ს შორის, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად სომხეთში, ეს მონაცემი 22%-ის ფარგლებში იყო, აზერბაიჯანში - 30%-ზე მეტი, ხოლო რუსეთს უფრო მაღალი ჰქონდა. საჭიროა და სოციალურ პაკეტშიც დიდი ყურადღება ეთმობა პენსიის მომატებას, რომელიც  არა პერიოდულად, არამედ სისტემატურად მოხდება. შეიძლება ვიკამათოთ, რამდენად საკმარისი შეიძლება იყოს, მაგრამ ზომიერი ინფლაციის პირობებში , თუ არ გადააჭარბვებს 4-5%-ს, ეს 20 ლარიანი მომატება იქნება იმის ექვივალენტური, ვიდრე ინფლაცია მოახდენს მომატებული პენსიის ,,შეჭმას", - აცხადებს სოსო აჩვაძე.

მისი ინფორმაციით, პენსიონერების 7%, 60 ათასამდე პენსიონერი მარტოხელაა და მათი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა იმ პენსიონერებთან შედარებით, რომლებიც შრომისუნარიან ოჯახის წვრებთან ერთად ცხოვრობენ.

,,პენსიონერების ის ნაწილის კეთილდღეობისა და მოხმარების ზომა, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავთ, დაახლოებით 60-70%-ით იზრდება. თუმცა გვრჩება დაახლოებით 60 000-მდე მარტოხელა პენსიონერი, რომელიც მარტო ცხოვრობს და არ ჰყავს დამხმარე. ცხადია, რომ მთავრობის ღონისძიება ყველაზე მეტად სწორედ ამ ადამიანების წისქვილზე  დაასხამს წყალს. საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯი იდგმევა, რაც სოციალური ყურადღებისა და თანადგომის ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ", - აცხადებს სტატისტიკოსი. 

პენსიების ინდექსაცია, როგორც სოისო არჩვაძე განმარტავს, ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. კერძოდ, პენსიის ოდენობა ასევე მიბმული იქნება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაციისას ფინანსთა მინისტრი პენსიების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ  მთავრობისთვის ეს თემა პრიოტიტულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system