თავში

პენსიონერებს პენსიის გამცემი ბანკის არჩევის საშუალება ექნებათ - პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს

პენსიონერებს პენსიის გამცემი ბანკის არჩევის საშუალება ექნ
პენსიონერებს პენსიის გამცემი ბანკის არჩევის საშუალება ექნებათ - პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს

პარლამენტი ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვითაც, პენსიონერს პენსიის გამცემი ბანკის არჩევის საშუალება ექნება. 

ამ დროისთვის საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას "ლიბერთი ბანკი" ფლობს. ბაზარზე პირობებსაც სწორედ ის ადგენს. 

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორთა თქმით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, პენსიონერები ყველაე ძვირ სესხს იღებენ. საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30-65%-ია. ყოველი მეორე პენსიონერი ამ პროდუქტით სარგებლობს. 

“ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. რომ არა “ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა“, - აცხადებენ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system