თავში

პენსიონერთა სესხებზე პროცენტი გადაიხედება

პენსიონერთა სესხებზე პროცენტი გადაიხედება
პენსიონერთა სესხებზე პროცენტი გადაიხედება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებენ.  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ადასტურებს, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი და ვალის ტვირთი მაღალია, თუმცა იმის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში ანტისაბანკო განწყობების არ უნდა გაღვივდეს. კოვზანაძე საკუთარ წინ პასუხისმგებლობას არ გაურბის და ამბობს, რომ სახელმწიფოს ამოცანაა, 800 000 პენსიონერს ყოფა შეუმსუბიქდეს და ყოფა გაუუმჯობესდეს.

"ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, როგორც კონკრეტული ბანკის, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ იმ დროს, როცა ქვეყანაში პანდემია და ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, მაშინ როდესაც საბანკო სექტორი მთლიანობაში ინარჩუნებს მდგრადობას და მომავალში ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი გახლავთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოხდება დღევანდელი სხდომის ჩატარება და საკითხების განხილვა“, - განაცხადა კოვზანაძემ.

საქართველოს სულ 783 705 პენსიონერი ჰყავს.  2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსიები გაიზარდა: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 20 ლარით და გახდა 240 ლარი;

70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 25 ლარით და გახდა 275 ლარის ოდენობით;

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ სახელმწიფო პენსიაზე დანამატს (+20%). შესაბამისად პენსია მთაში 2021 წლიდან გახდა 288 ლარი, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი 330 ლარი.

პენსიები 20 ლარით 2020 წელსაც გაიზარდა, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის - 50 ლარით.

ქვეყანაში ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმი, რაც ნიშნავს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით პენსიების ყოველწლიურ გარანტირებულ ზრდას ნიშნავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system